გაკვეთილის გეგმები

საგანი
გეოგრაფია 

 პედაგოგი                                                         
მ.მაკრახიძე
გაკვეთილის თემა:
ევროპის  ქვეყნები (შემაჯამებელი გაკვეთილი)
სწავლების საფეხური
საშუალო , X-კლასი
მოსწავლეთა პროფილი:
26 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა და  აქტუალობა:
მოსწავლემ შეძლოს შეადაროს ქვეყნები სხვადასხვა  მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება- განსხვავების მიზეზებზე.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გეო.X.4.მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების მიზეზებზე.
შედეგი თვალსჩინოა,თუ მოსწავლე:
·         რუკისა და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით იკვლევს ქვეყნების ბუნებრივ პირობებს;მოჰყავს ანალოგიები სხვა ქვეყნებიდან.
·         აანალიზებს მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს,მსჯელობს მოსახლეობის სიმჭიდროვის,განსახლების თავისებურებების შესახებ.ადარებს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს და  შედეგებს გამოხატავს განსხვავებულ ფორმატში.
·         იკვლევს შესასწავლი ქვეყნის ტრადიციების წარმოშობის გეოგრაფიულ და ისტორიულ-კულტურულ თავისებურებებს.
·         ეკონომიკური საქმიანობის დარგობრივი სტრუქტურის საფუძველზე აჯგუფებს ქვეყნებს განვითარების სტადიების მიხედვით.
·         ექსპორტ-იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობს ქვეყნის რესურსებისა და მეურნეობის სპეციალიზაციის დარგების შესახებ.ადარებს ქვეყნებს აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით.
წინასწარი ცოდნა
ევროპის ქვეყნების ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე.
ქვეყნების ტიპოლოგია ფართობის, მოსახლეობის რაოდენობის, მმართველობის ფორმის, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის, სოციაკურ-ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით.
შეფასების საგანი და პროცედურები:   
პრეზენტაცია



სასწავლო რესურსები :    
   სახელმძღვანელო, ინტერნეტი, მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, ევროპის ფიზიკური რუკა, ისტ-.
გაკვეთილის მსვლელობა.
I- ეტაპი- გონებრივი იერიში-5 წთ.   

1)დაახასიათეთ ევროპის   ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
2)დაახასიათეთ ევროპის ქვეყნები ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით.

II- ეტაპი- პრეზენტაცია- 30 წთ.
I-ჯგუფი-  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონიმიკურ -გეოგრაფიული დახასიათება.
II-ჯგუფი- იტალიის       ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონიმიკურ -გეოგრაფიული დახასიათება.
III-   ჯგუფი-საფრანგეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონიმიკურ -გეოგრაფიული დახასიათება.
IV-ჯგუფი-ესპანეთი ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონიმიკურ -გეოგრაფიული დახასიათება.
    
 ჯგუფებმა წარმოადგინეს თითოეული ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი პირობები და რესურსები, მოსახლეობა, სახელმწიფო წყობა, ეკონომიკის დარგები, ღირსშესანიშნავი ადგილები.
      თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა პრეზენტაცია ისტ-ის გამოყენებით.

III-ეტაპი-გაკვეთილის შეჯამება -10 წთ
ჯამდება  ჩატარებული აქტივობები. ხდება შეფასება.
შეფასება
მიმდინარე შემაჯამებელი(იხ. შეფასების რუბრიკა)
















მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქალაქები (გაკვეთილის გეგმა)

მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქლაქები (შეფასების რუბრიკა)

მოგზაურობა ევროპაში (გეგმა-პროექტი)

ევროპის  ქვეყნები (შემაჯამებელი გაკვეთილი)
გაკვეთილის თემა--დედამიწის ქერქის ამგები ქანები (VII-კლასი)
პრეზენტაცია

https://drive.google.com/drive/#my-drive

Комментариев нет:

Отправить комментарий